WILDINFO
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ძალაშია: 11 ოქტომბერი, 2026
რას ვაგროვებთ
ანგარიშის შექმნისას ვინახავთ ნიკს, პაროლის დაცულ ჰეშს, აღდგენის კოდის დაცულ ჰეშს და შენ მიერ დამატებულ პროფილის ინფორმაციას. ასევე ვინახავთ შენს ბილდებს, კომენტარებს, მოწონებებს, ქვიზის პროგრესსა და Support-ში გამოგზავნილ შეტყობინებებს.
Riot-ის მონაცემები
თუ Riot ანგარიშს დააკავშირებ, შეიძლება შევინახოთ Riot ID, PUUID, რეგიონი, რანკი, მატჩების ისტორია და მატჩში გამოყენებული ნივთები, რუნები და სპელები. Riot-ის პაროლს WILDINFO არ იღებს და არ ინახავს. Riot Sign On-ის ავტორიზაცია სრულდება Riot-ის გვერდზე.
Wild AI
Wild AI პასუხს საიტის საკუთარი მონაცემებიდან ადგენს. კითხვები არც ერთ გარე AI სერვისს არ გადაეცემა და WILDINFO კითხვების ტექსტს არ ინახავს. ლიმიტების დასაცავად ვინახავთ მხოლოდ IP მისამართის დაცულ ჰეშს და კითხვების რაოდენობას; ჩანაწერს 24 საათში ვადა გასდის და შემდეგ პერიოდული გასუფთავებისას იშლება. საუბარი ბრაუზერის სესიაში ინახება და ჩანართის დახურვისას იშლება. ასისტენტში პირადი ინფორმაცია (პაროლი, email) არ ჩაწერო.
როგორ ვიყენებთ მონაცემებს
- ანგარიშისა და პროფილის მუშაობისთვის;
- შენი მატჩების, სტატისტიკისა და გამოქვეყნებული ბილდების საჩვენებლად;
- უსაფრთხოების, სპამის შეზღუდვისა და შეცდომების გამოსასწორებლად;
- საიტის გამოყენების საერთო, ფსევდონიმური ანალიტიკისთვის.
შენახვა და გაზიარება
მონაცემებს არ ვყიდით. მომსახურებისთვის მონაცემები მუშავდება საიტის ჰოსტინგისა და შენახვის ინფრასტრუქტურაში. ანალიტიკის მოვლენები ინახება მაქსიმუმ 30 დღე. ანგარიშის მონაცემები ინახება ანგარიშის არსებობის პერიოდში; წაშლის მოთხოვნისთვის მოგვწერე Support-იდან.
შენი არჩევანი და უსაფრთხოება
შეგიძლია Riot ანგარიშის კავშირის გაუქმება და ანგარიშის მონაცემების წაშლის მოთხოვნა. ვიყენებთ HTTPS-ს, HttpOnly სესიებს, წვდომის შემოწმებასა და სერვერზე დაცულ საიდუმლო გასაღებებს. ინტერნეტში აბსოლუტური უსაფრთხოება გარანტირებული ვერ იქნება.
ცვლილებები და კონტაქტი
პოლიტიკის არსებითი ცვლილებისას განვაახლებთ ამ გვერდსა და თარიღს. შეკითხვებისთვის ან მონაცემების მოთხოვნისთვის გამოიყენე ადმინთან კონტაქტი.
English summary
WILDINFO stores account credentials as protected hashes, profile and community content, support messages, and limited pseudonymous analytics. If you link Riot, we may store your Riot ID, PUUID, region, rank and match data. We never receive your Riot password. Wild AI answers from the site's own data; questions are not sent to any outside AI service, and WILDINFO does not store question text and keeps only a protected IP hash and a question count to enforce limits; these records expire after 24 hours and are then removed by periodic cleanup. We do not sell personal data. Use ადმინთან კონტაქტი to request access, correction, unlinking or deletion.